Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისმა აუდიოვიზუალური უფლებების მსოფლიო კონფერენციას უმასპინლა

2018 წლის 16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსში, დრამატული, ლიტერატურული და აუდიოვიზუალური უფლებების მსოფლიო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ორგანიზებული იყო ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის (CISAC) მიერ, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მასპინძლობით. 
შეკრებას 40-ზე ქვეყნის 80-მდე წარმომამდგენელი დაესწრო. კონფერენციაზე განიხილეს დრამატულ, ლიტერატურულ და აუდიოვიზუალურ სფეროებში საავტორო უფლებების კუთხით საქართველოში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა.   
კონფერენცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 2018 წლის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს შერჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ზახს ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების სფეროს განვითარების პოზიტიურ დინამიკას. იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.     

 
 
 
 
 
წევრისთვის