Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებებზე შექმნილი ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია

2018 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოში საავტორო უფლებებზე შექმნილი ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.ზღაპრების კრებული, „მემე, მემე, გვაპოვნინე!“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შეიქმნა. წიგნის მიზანია ბავშვებისთვის საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი მნიშვნელობის ახსნა. წიგნის მთავარი პერსონაჟია ჭიამაია მემე, რომელიც ბავშვებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს და საავტორო უფლებების შესახებ უამბობს.  წიგნის ავტორია მწერალი ნატო დავითაშვილი. წიგნი ილუსტრატორმა, მაშო მარგიშვილმა გააფორმა. წიგნი, საქართველოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის ხელშეწყობით სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში უსასყიდლოდ გავრცელდება.  განსაკუთრებული სიახლეა ის, რომ ბავშვებს შეეძლებათ წიგნის არა მარტო წაკითხვა, არამედ მისი ყურება და მოსმენაც. ეს შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის, OVERLY-ს ტელეფონში ან პლანშეტში ჩამოტვირთვის მეშვეობით და მათი, სპეციალური სიმბოლოებით აღნიშნული ზღაპრის გმირებთან მიახლოვებით, რა დროსაც გმირები „ცოცხლდებიან“ და თავად უამბობენ ბავშვებს ზღაპარს.წიგნს ახმოვანებენ მარიამ სოლოღაშვილი, რომა ბეჟიტაშვილი, მერსი სულხანიშვილი და ნიკო კანკია. წიგნში გამოყენებულია კომპოზიტორ ნანა კალანდაძის საბავშვო სიმღერა.

 
 
 
 
 
წევრისთვის