Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისში მომიჯნავე უფლებების მსოფლიო კონფერენცია გაიმართა

2019 წლის 11-14 თებერვალს, თბილისში, მომიჯნავე უფლებების მსოფლიო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია, შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭოს, SCAPR-ის მიერ იყო ორგანიზებული. კონფერენციას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ უმასპინძლა.

 

კონფერენციას 40-მდე ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში შედგა SCAPR-ის სამუშაო ჯგუფებისა და მმართველი ორგანოების შეხვედრები. კონფერენციაზე განიხილეს მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის პრაქტიკული გზები, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.  

 

კონფერენცია ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 2019 წლის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს შერჩევა კიდევ ერთხელ უსვამს ზახს ჩვენს ქვეყანაში მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების პოზიტიურ დინამიკას. იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მომიჯნავე უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.    

 
 
 
 
 
წევრისთვის