Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

არა ინტელექტის ოკუპაციას! - კამპანიას მწერალთა სახლი ეხმაურება

გვსურს გამოვეხმაუროთ საინფორმაციო კამპანიას - არა ინტელექტის ოკუპაციას! 

საზოგადოებას ალბათ მოეხსენება საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბარია რუსეთის სურვილზე მოიპოვოს გავლენა ქართულ ხელოვნებაზე. საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას საავტორო უფლებები და შეუქმნას უფლების მფლობელებს შესაბამისი გარანტიები. ამ მიმართულებით, საქართველოში არსებობს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს საქმიანობას, აგროვებს ჰონორარს და ანაწილებს მას შესაბამის უფლების მფლობელებზე. ასოციაცია საქართველოში წარმოადგენს არა მარტო საქართველოს მოქალაქე ავტორებს, არამედ მის რეპერტუარშია 5 მილიონზდე მეტი ავტორის ნაწარმოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს ამ სფეროში არსებულ მსოფლიო ორგანიზაციებთან და აღიარებულია მათ მიერ. 

ბუნებრივია საქართველოს წარმატება და ევროკავშირთან დაახლოება აღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. რისი ნათელი დადასტურებაც არის მისი ამჟამინდელი მცდელობა მოიპოვოს გავლენა ამ სფეროში და თავად გააკონტროლოს ის. ამ მიზნით, მას არაერთი მცდელობა ჰქონდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია შეეყვანა მის მიერვე შექმნილ ევრაზიულ კავშირში, რაც წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ მან დასაყრდენად მოძებნა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და მათი მეშვეობით დაიწყო ასოციაციის დისკრედიტაცია, მისი წევრების მოსყიდვა და ტყუილი დაპირებების გაცემა. რუსეთი ამ გზით ცდილობს ასოციაციის დასუსტებას და არსებული სისტემის მოშლას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე იმ ასეულობით ავტორზე, რომელიც ასოციაციისგან სიტემტურად იღებს კუთვნილ ჰონორარს. 

არსებული რეალობის ფონზე, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ასოციაციას და მოვუწოდოთ ლიტერატურის მოღვაწეებს და არა მარტო, ჩაერთონ კამპანიაში. მხოლოდ საზოგადოების სიმტკიცით და ერთიანობით შევძლებთ რუსული აგრესიის შეკავებას. ერთად ვუთხრათ არა, ინტელექტის ოკუპაციას!

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის Facebook-ის და Youtube-ს ოფიციალურ გვერდებზე: 

https://www.facebook.com/GeorgianCopyrightAssociation/videos/801677550199388/

https://www.youtube.com/user/GeorgianCopyright/featured?view_as=subscriber

 
 
 
 
 
წევრისთვის