Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საქმიანი დილა Universal-ის წამომადგენლობის შესახებ.

2019 წლის 01 ივლისს, გადაცემა „საქმიანი დილა“ საქართველოში Universal-ის წარმომადგენლობის გახსნას დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე. 

 

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ Universal Music Publishing Group-მა საქართველოში პირდაპირი წამომადგენლობა რუსეთის გვერდის ავლით გახსნა და საავტორო უფლებათა ასოციაციაში (GCA) გაწევრიანდა.

 

საქართველოში Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment-ი (GMI) გახდა, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულება გააფორმა.

 

პირდაპირი წარმომადგენლობის გახსნა წარმოადგენს პირველ პრეცედენტს საქართველოში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან არსებული ურთიერთობების ფონზე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. დღემდე საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების მიერ იფარებოდა მხოლოდ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნიდა მოსარგელეებისთვის, რადგან, გარდა იმისა, რომ მათ ჰონორარის გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევდათ, რუსეთის შუამავლობა პროდუქტის მაღალ ფასსაც განაპირობებდა.

 

Universal-ის შემთხვევა პირველი დიდი ნაბიჯია რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების გზაზე და ადასტურებს, რომ საქართველო ამ მხრივ საინტერესო ქვეყანა გახდა, რაც მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებისთვისაც.

 

Universal-ს აქვს 47 წარმომადგენლობა მსოფლიოს 45 ქვეყანაში და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და ბევრი სხვა.

 
 
 
 
 
წევრისთვის