Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაცია “აგვისტოს 5 დღეს” იცავს

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და ინტერნეტ პროვაიდერებთან ერთად ფილმის - „აგვისტოს 5 დღე“ - ინტერნეტში მეკობრული გავრცელება აღკვეთა.  

ინტერნეტში ფილმის მეკობრული ვერსიები პრემიერიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა, რის გამოც

ფილმის პროდიუსერებმა დახმარებისათვის ასოციაციას მიმართეს. ასოციაციის, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ინტერნეტ პროვაიდერების ერთობლივი ძალისხმევით ინტერნეტ სივრცეში ფილმის მეკობრულ ვერსიებზე წვდომა შეიზღუდა.

მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მომავალში ფილმების მეკობრული ვერსიების გავრცელებას გააკონტროლებს, ასევე დაწყებულია მუშაობა ინტერნეტში მეკობრული პროდუქციის გავრცელების აღკვეთის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების ამოქმედებასა და ახალი მექანიზმების შემუშავებაზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის