Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კახა ცისკარიძემ დახმარებისათვის ასოციაციას მიმართა

კახა ცისკარიძემ კოსმეტიკისა და ტანსაცმლის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიები საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

როგორც ხალხური სიმღერის - „განდაგანა“ - ახლებური ინტერპრეტაციის ავტორმა აღნიშნა, სიმღერა კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმის „Pantene”-ისა და ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „Wild Fox”-ის სარეკლამო რგოლებში მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით მან საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

ასოციაციის მიერ გაგზავნილი იქნა შესაბამისი შეტყობინებები, როგორც რეკლამის დამამზადებლების, ასევე „Pantene”-ისა და „Wild Fox”-ის ხელმძღვანელობასთან და დაიწყო მოლაპარაკებები საავტორო ჰონორარის გადახდის მოთხოვნით.

საავტორო უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიებს კომპენსაციის გადახდა მოუწევთ, რაც შეიძლება სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს.

 
 
 
 
 
წევრისთვის