Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

გოგა პიპინაშვილი „გარიგება-2“-ის შემქმნელებს დაუპირისპირდა

მსახიობი, გოგა პიპინაშვილი ფილმ „გარიგება-2“-ის შემქმნელებს დაუპირისპირდა. მსახიობის უკმაყოფილება გამოიწვია ფილმში მისი ფოტოსურათის გამოყენებამ, რაც მისი თანხმობის გარეშე მოხდა.

ფილმის შემქმნელების განცხადებით, მათ მსახიობ გოგა პიპინაშვილის საავტორო უფლებები არ დაურღვევიათ, რადგან ფოტოსურათი ოცი წლის წინ გადაღებული ფილმ “გარიგების” რეკვიზიტს წარმოადგენს და მათ ამ რეკვიზიტის გამოყენების უფლება ჰქონდათ. 

შექმნილ სიტუაციაში გარკვევის მიზნით მხარეებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) მიმართეს. ასოციაციის მიერ საკითხის შესწავლის პროცესი დაიწყო. საავტორო უფლების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები და საავტორო უფლება ასოციაციის მიერ იქნება დაცული.

 
 
 
 
 
წევრისთვის