Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა

2011 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, პირველი არხის, პირველი კავკასიურის, მეორე არხის, საქართველო რადიო - პირველი არხის და რადიო ორი - ქართული რადიოს ტელე და რადიო ეთერებში, საავტორო უფლებების გამოყენებისთვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ. 

მაუწყებლობის მიერ ასეთი ლიცენზიის შეძენა წარმოადგენს პირველ პრეცენდენტს საქართველოში, რომლითაც მნიშვნელოვნად შემცირდება ტელე და რადიო ეთერში საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის უნებართვოდ გამოყენება და ყველა ავტორი კუთვნილ ჰონორარს მიიღებს. ასევე მკვეთრად გაიზრდება საქართველოში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დანერგვას. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

 
 
 
 
 
წევრისთვის