Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჭაბუკა ამირანაშვილსა და სუხიშვილებს შორის არსებულ უთანხმოებას ასოციაცია დაარეგულირებს

მუსიკოსმა ჭაბუკა ამირანაშვილმა ნაციონალური ანსამბლი „სუხიშვილები“ საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. საკითხი ეხება ცეკვების „ზეკარი“, „ჯუთა“ „სამანი“ და „გადი–გამოდი“ კომპოზიციებს, რომლებიც ამირანაშვილის განმარტებით, „სუხიშვილებისათვის“ მის მიერ 1999–2002 წლებში შეიქმნა. კომპოზიციები დღემდე გამოიყენება „სუხიშვილების“ მიერ, რის გამოც მუსიკოსი საავტორო ჰონორარის გადახდას ან ამ კომპოზიციების „სუხიშვილების“ რეპერტუარიდან ამოღებას ითხოვს.

„სუხიშვილების“ წარმომადგენლების განცხადებით, ამირანაშვილი, ანსამბლში მუშაობის პერიოდში, სხვა მუსიკოსებთან ერთად  იღებდა მონაწილეობას კომპოზიციების შექმნაში, რისთვისაც მას შესაბამისი ანაზღაურება მიღებული აქვს, „სუხიშვილებს“ საავტორო უფლება არ დაურღვევიათ და აცხადებენ თანხმობას დაარეგულირონ ამირანაშვილთან არსებული უთანხმოება.  

შექმნილ სიტუაციაში გარკვევის მიზნით მხარეებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას (ყოფილი საქართველოს ავტორთა საზოგადოება) მიმართეს. ასოციაციის მიერ საკითხის შესწავლის და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის არსებული უთანხმოება კანონის შესაბამისად დარეგულირდება.

 
 
 
 
 
წევრისთვის