Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საქართველოს რეგიონულმა ტელევიზიებმა საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინეს

2011 წლის 5 სექტემბერს ხელი მოეწერა სალიცენზიო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ოცდაორმა რეგიონულმა ტელევიზიამ სააქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისაგან საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა. ლიცენზიის თანახმად რეგიონული ტელევიზიების მიერ ტელეეთერებში საავტორო უფლებების გამოყენებისთვის ჰონორარები იქნება გადახდილი, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ. 

ლიცენზიის შეძენა წარმოადგენს პირველ პრეცენდენტს საქართველოში, რომლითაც მნიშვნელოვნად შემცირდება რეგიონული მასშტაბით საავტორო უფლებებით დაცული პროდუქციის უნებართვოდ გამოყენება და ყველა ავტორი კუთვნილ ჰონორარს მიიღებს. ასევე მკვეთრად გაიზრდება საქართველოში საავტორო უფლებების დაცულობის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დანერგვას. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის  აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

 
 
 
 
 
წევრისთვის