Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კინოთეატრების ქსელი ინტერნეტ პორტალებს სასამართლოში უჩივის

თბილისის კინოთეატრების ქსელი (“ამირანი” და “რუსთაველი”) ქართულ ინტერნეტ პორტალებს სასამართლოში უჩივის. საკითხი ეხება ქართულ ვებ- გვერდებზე ფილმების უკანონო განთავსებას, რის გამოც კინოთეატრებს მნიშვნელოვანი ზარალი ადგებათ. კინოთეატრებმა დახმარებისთვის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართეს. მომზადდა სარჩელი, რომელიც ქართულ ვებ-გვერდებზე ფილმების უკანონო განთავსების აკრძალვას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ამ თემაზე, 2011 წლის 4 ოქტომბერს, კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელმა - ირინა კილასონიძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ - გიგა კობალაძემ, კინოთეატრ “ამირანში” პრესკონფერენცია გამართეს.

სასამართლოს გზით ინტერნეტ სივრცეში არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დაწყებული ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების პროცესის გზაზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის