პარტნიორი ორგანიზაციები

გაფორმებული გვაქვს რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოს 250-ზე მეტ კოლექტიური მართვის ორგანიზაციასთან, რის საფუძველზეც ვმართავთ ადგილობრივ რეპერტუარს მსოფლიოში და მსოფლიო რეპერტუარს საქართველოში. პარტნიორობა ასევე მოიცავს საავტორო უფლებების ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სხვა სახის ურთიერთდახმარებას.

ქოლგა ორგანიზაციები

ვართ, მსოფლიოში არსებული, საავტორო უფლებების ყველა წამყვანი ქოლგა ორგანიზაციის (CISAC, BIEM, IFRRO) წევრი, რაც გვეხმარება ფუნქციების საუკეთესო სტანდარტებით შესრულებაში. ქოლგა ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ქვეყნებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, ასევე აფასებენ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ადგენენ რეიტინგებს და იძლევიან რეკომენდაციებს.

თანამშრომლობა

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც საერთაშორისო დონორებთან, ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან, რაც გვეხმარება საავტორო უფლებების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა-რეალიზებაში.