ლიცენზირება

თანამედროვე სამყაროში საქმიანობა წარმოუდგენელია სავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენების გარეშე. კანონით, ასეთი გამოყენება, საჭიროებს ნებართვას. ჩვენი ორგანიზაცია გასცემს ასეთ ნებართვებს და ეხმარება მოსარგებლეებს კანონის შესაბამისად ფუნქციონირებაში.

თუ საქმიანობაში იყენებთ საავტორო უფლებით დაცულ ნაწარმოებს, აიღეთ ლიცენზია ონლაინ, უმოკლეს დროში.

თუ თქვენ დაწესებულებაში ცოცხლად სრულდება მუსიკალური ნაწარმოებები, კანონით ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შესრულებული ნაწარმოებების შესახებ. ამისთვის შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ინფორმაცია ონლაინ და დაზოგოთ რესურსები.