აიღეთ ლიცენზია


    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებს და პირობებს. წესებზე და პირობებზე დათანხმებით განაცხადის გამომგზავნი ადასტურებს, რომ წარმოადგენს საავტორო და/ან მომიჯნავე უფლების ობიექტებით მოსარგებლეს. მოსარგებლე იღებს პასუხისმგებლობას წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე. არასწორი/არასრული ინფორმაციის წარმოდგენამ შესაძლოა იქონიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შედეგები. მოსარგებლე, მითითებული ველების შევსებისა და პერსონალური მონაცემების მოწოდებისას იძლევა თანხმობას მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებასა და სხვა ისეთ გამოყენებაზე, რაც მიზნად ისახავს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის ჰონორარის შეგროვებას და სამართლიან განაწილებას, მოსარგებლეთა სისტემურ და კოორდინირებულ ლიცენზირებას, მათ შორის მოსარგებლეთა ბაზების შექმნას და დახვეწას, მათთან კომუნიკაციას და ა.შ.