წევრები

ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან საავტორო უფლების მფლობელი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. გვყავს 2000-ზე მეტი ადგილობრივი წევრი და ასევე, მსოფლიოში მოქმედ, კოლექტიური მართვის ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოვადგენთ 150-ზე მეტი ქვეყნის, მრავალ მილიონ, საავტორო უფლების მფლობელს საქართველოში.

თუ ხართ საავტორო უფლების მფლობელი, გახდით წევრი და კოლექტიურად მართეთ თქვენი უფლებები, რაც დაგეხმარებათ თქვენი რეპერტუარის გამოყენების კონტროლსა და ჰონორარის შეგროვებაში.