წესები და გამოყენების პირობები

შესავალი

წესები და გამოყენების პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ვებ გვერდის გამოყენებას.

ვებ გვერდზე რეგისტრაციის, რაიმე ინფორმაციის გამოგზავნისას ჩვენ გთხოვთ წესებზე და გამოყენების პირობებზე დათანხმებას.

ვებ გვერდის გამოყენებისას სრულად ეთანხმებით წესებსა და გამოყენების პირობებს. შესაბამისად, თუ არ ეთანხმებით მათ, უარი უნდა თქვათ ვებ გვერდით სარგებლობაზე.

ვებ გვერდი იყენებს Cookie-ს, შესაბამისად, მისი გამოყენებისას, ან წესებსა და გამოყენების პირობებზე დათანხმებისას იგულისხმება, რომ ეთანხმებით მათ გამოყენებას ვებ გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკის და Cookie-ს გამოყენების პირობების შესაბამისად.

ზოგადი პირობები

ვებ გვერდის გამოყენებისას ეთანხმებით წესებისა და გამოყენების პირობებით გათვალსწინებული სამართლებრივი ვალდებულებების წარმოშობას. GCA იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები და გამოყენების პირობები, რაზეც ასევე გავრცელდება სამართლებრივი ვალდებულებები, გამომდინარე აქედან, გთხოვთ, გაეცნოთ მათ რეგულარულად. 

გამოყენების პირობები

ეს დოკუმენტი (შეთანხმება) წარმოშობს სამართლებრივ ვალდებულებებს თქვენსა და GCA-ს შორის, რის საფუძველზეც გეძლევათ ვებ გვერდის გამოყენების უფლება. გთხოვთ, მის გამოყენებამდე წაიკითხოთ წესები და გამოყენების პირობები და დაეთანხმოთ მათ. თანხმობაზე უარის შემთხვევაში შესაძლოა ვერ ისარგებლოთ ვებ გვერდით.

შეთანხმებაში არსებული ინფორმაცია

დათანხმების ღილაკზე დაჭერისას ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არის ზუსტი და სრულყოფილი, ცვლილების შემთხვევაში განაახლებთ მას და ეთანხმებით როგორც წესებსა და გამოყენების პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. 

გამოყენების შეზღუდვა

ყოველგვარი წინაპირობის გარეშე თანახმა ხართ, რომ:

  • არ გამოიყენებთ ვებ გვერდს ამ შეთანხმებისგან განსხვავებული მიზნებით.
  • არ გაუზიარებთ მესამე პირს თქვენს პაროლს და არ გამოიყენებთ სხვა პირის სარეგისტრაციო მონაცემებს. თქვენი სარეგისტრაციო მონაცემები, ისევე როგორც თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ყველა ქმედება არის მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობის საგანი.
  • არ გამოიყენებთ ვებ გვერდს ვირუსების ან სხვა დამაზიანებელი პროგრამების გავრცელებისათვის.
  • არ გამოიყენებთ ვებ გვერდს ისეთი სახით, ან არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რაც აზიანებს, ან შეიძლება დააზიანოს იგი.
  • არ გამოიყენებთ ვებ გვერდს კანონსაწინააღმდეგო, არალეგალური, თაღლითური ან დამაზიანებელი გზით ან მიზნებისთვის.
  • არ შეაგროვებთ ვებ გვერდთან დაკავშირებულ ნებისმიერ სისტემურ თუ ავტომატურ მონაცემებს (მათ შორის და არა მხოლოდ: მონაცემების წაღება, გასუფთავება, მოპოვება, ამოღება და მოგროვება) ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.
  • არ გამოიყენებთ რობოტს, სპაიდერს ან სხვა ავტომატურ საშუალებას ვებ გვერდზე წვდომისა და ინტერაქციისთვის.
  • ყოველივე აღნიშნულთან ერთად თანახმა ხართ, რომ მიიღებთ ყველა გონივრულ ზომას ვებ გვერდის არაკანონიერი გამოყენების თავიდან არიდების მიზნით. 

დახმარება

ვებ გვერდთან ან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ contact@gca.ge

შეწყვეტის პირობები

ეს შეთანხმება ძალაში შედის თქვენს მიერ ვებ გვერდით სარგებლობის დაწყების დროს დათანხმების ღილაკზე დაჭერისთანავე და იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ვიდრე რომელიმე მხარე არ შეწყვეტს მას. ანგარიშის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ვებ გვერდის მეშვეობით გაუქმების შესახებ შეტყობინების გამოგზავნის გზით. GCA იტოვებს უფლებას ნებსიმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს ეს შეთანხმება, თუ ჩავთვლით, რომ იყენებთ ვებ გვერდს არასათანადო მიზნებით, ან თუ არსებობს მომსახურების გაუქმების სხვა სათანადო საფუძველი. 

გარანტიები

ვებ გვერდით სარგებლობის რისკი არის თქვენი პასუხისმგებლობის საგანი. GCA არ უჭერს მხარს მესამე პირის მიერ ჩვენივე ან ჩვენთან დაკავშირებული ვებ გვერდის მეშვეობით, ასევე ბანერით რეკლამირებულ ან შემოთავაზებულ რაიმე პროდუქტს ან მომსახურებას და არ გაძლევთ გარანტიას მათზე. გამომდინარე აქედან, GCA ვერ იქნება პასუხისმგებელი თქვენს მიერ, მესამე პირების მიერ რეკლამირებულ პროდუქტთან თუ მომსახურებასთან დაკავშირებით განხორციელებულ რაიმე ტრანზაქციაზე. 

ტექნიკური შეზღვუდები და მოდიფიკაციები

GCA მიიღებს შესაბამის ზომებს ვებ გვერდის გამართული მუშაობის მიზნით. GCA იტოვებს უფლებას, თქვენი წინასწარი გაფრთხილებით ან გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს მოდიფიცირება გაუკეთოს ვებ გვერდს, რამაც კონკრეტული ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე, შესაძლოა პერიოდულად გამოიწვიოს მუშაობის დროებითი შეფერხებები.

კონფიდენციალურობა

თანახმა ხართ GCA-ს მიანიჭოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების უფლებამოსილება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

მთლიანი შეთანხმება

ეს შეთანხმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად, ავტომატურად აუქმებს იგივე საკითხებთან დაკავშირებულ ყველა სხვა წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებას. ასევე ადასტურებთ, რომ არ დაგიდიათ არავითარი სხვა შეთანხმება, რომელიც წინააღმდეგობაშია ამ შეთანხმების პირობებთან.

შეთანხმების ნაწილის შეწყვეტა

ამ შეთანხმების ნაწილის შეწყვეტა ან იურიდიული ძალის დაკარგვა არ გულისხმობს მთლიანი შეთანხმების შეწყვეტას და ვერ მოახდენს გავლენას შეთანხმების სხვა პირობებზე.