განმეორებითი საერთო კრება

გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2023 წლის 21 ნოემბრის რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა უსამართლოდ დადგ ეჭვქვეშ,

და ასოციაციის მოქმედი წესდების 6.7. მუხლის შესაბამისად, საერთო კრების გადაწყვეტილებაუუნარობის შემთხვევაში, ორი კვირის ვადაში ინიშნება განმეორებითი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე დამსწრე წევრთა რაოდენობის მიუხედავად,

ასევე განმეორებით კრებაზე არ ვრცელდება ამავე წესდების 6.8. მუხლით დადგენილი, კრების მოწვევის შესახებ ორი კვირით ადრე გაფრთხილების ვალდებულება, რადგან განმეორებითი კრების მოწვევა ხდება 2 კვირის ვადაში, (მაქსიმალური ვადა არის ორი კვირა),

და რადგან, ასოციაციის მოქმედი წესდების დასახელებული მუხლები შესაბამისობაშია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც არ ადგენს საერთო კრების შესახებ გაფრთხილების კონკრეტულ (მინიმალურ) ვადას და რომლის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმადაც: თუ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა რაოდენობის მიუხედავად“.

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იმავე წესით (ასოციაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებით) და იმავე დღის წესრიგით განმეორებითი საერთო კრების ჩატარების შესახებ.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 24 ნოემბერს 14:00 საათზე, ასოციაციის ოფისში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული) შემდეგი დღის წესრიგით:

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსისთვის მოსამზადებელი საკითხების განხილვა;
2. ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და წესდების ახალი რედაქციით მიღება;
3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
4. ასოციაციაში საავტორო უფლებების განვითარების სპეციალური ფონდის შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
5. ასოციაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებისა და წახალისების წესის შესახებ დებულების დამტკიცება;
6. ასოციაციის გამგეობის, თავმჯდომარის და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
7. განხორციელებული ცვლილებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისთვის საჭრო საკითხების განხილვა.

დოკუმენტების პროექტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულებზე:

GCA_წესდება_პროექტი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს დებულება_პროექტი

GCA_ფონდის დებულება_პროექტი

GCA_ანაზღაურების წესი_პროექტი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის კანდიდატთა სია