ბიზნეს პარტნიორი საავტორო უფლებების შესახებ

2021 წლის 05 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ბიზნეს პარტნიორი საავტორო უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

საუბარი შეეხო საავტორო უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასოციაციის საქმიანობასა და სხვა საინტერესო საკითხებს.