საერთო კრება

2023 წლის 05 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში (მისამართი: თავისუფლების მოედანი 4) საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება შემდეგი დღის წესრიგით:

1. კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის მოსამზადებისთვის საჭირო საკითხების განხილვა;
2. ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და წესდების ახალი რედაქციით მიღება;
3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ასოციაციაში საავტორო უფლებების განვითარების სპეციალური ფონდის შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ასოციაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებისა და წახალისების წესის შესახებ დებულებების დამტკიცება;
4. ასოციაციის გამგეობის, თავმჯდომარის და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
5. საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

წესდების ახალი რედაქციის, სამეთვალყურეო საბჭოს, ფონდის და ანაზღაურების წესის დებულებების შესახებ მოსაზრებები და შენიშვნები, ასევე ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრობის კანდიდატების თაობაზე განცხადებები, წარდგენილ უნდა იქნას ასოციაციაში წერილობით,
2023 წლის 02 ნოემბრის 14:00 საათამდე.

მისაღები/დასამტკიცებელი დოკუმენტების პროექტები იხილეთ ბმულებზე:

GCA_წესდება_პროექტი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს დებულება_პროექტი

GCA_ფონდის დებულება_პროექტი

GCA_ანაზღაურების წესი_პროექტი