განმეორებითი საერთო კრება

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა 21 ნოემბრის რიგგარეშე საერთო კრების განმეორებითი საერთო კრება გაიმართება 2023 წლის 18 დეკემბერს 13:00 საათზე, ასოციაციის ოფისში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსისთვის მოსამზადებელი საკითხების განხილვა;
  2. ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა და წესდების ახალი რედაქციით მიღება;
  3. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
  4. ასოციაციაში საავტორო უფლებების განვითარების სპეციალური ფონდის შექმნისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცება;
  5. ასოციაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებისა და წახალისების წესის შესახებ დებულების დამტკიცება;
  6. ასოციაციის გამგეობის, თავმჯდომარის და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა;
  7. განხორციელებული ცვლილებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციისთვის საჭრო საკითხების განხილვა.

მოსაზრებები და შენიშვნები წესდების ახალი რედაქციის, სამეთვალყურეო საბჭოს, ფონდის და ანაზღაურების წესის დებულების შესახებ, ასევე განცხადებები ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის წევრობის კანდიდატების თაობაზე, წარდგენილ უნდა იქნას ასოციაციაში წერილობით, არაუგვიანეს 2023 წლის 07 დეკემბრის 18:00 საათისა.

დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულებზე:

GCA_წესდება

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს დებულება

GCA_ფონდის დებულება

GCA_ანაზღაურების წესი

GCA_სამეთვალყურეო საბჭოს და გამგეობის კანდიდატთა სია