Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

2017 წლის 26 არილს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ, მსოფლიო პროექტების ორგანიზაციასთან ერთად კონფერენცია გამართა.

 

კონფერენცია სახელწოდებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საავტორო უფლებების სფროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. კონფერენციის ფარგლებში, განხილული იქნა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საერთშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე საქართველოში არსებული გამოცდილება.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტებმა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ.

 
 
 
 
 
წევრისთვის