Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ლიტერატურის მოღვაწეებსა და გამომცემლობებს შორის დისკუსია გაიმართა

2011 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და გ.ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით ლიტერატურის მოღვაწეების (მწერლები, პოეტები, სცენარისტები და სხვა)  და საქართველოში მოქმედი ბეჭდური გამომცემლობების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაზე იმსჯელეს ლიტერატურის მოღვაწეებსა და გამომცემლობებს შორის არსებული ურთიერთობების დარეგულებასა და მათ წინაშე არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებზე, საავტორო უფლებათა განხორციელებისა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ასევე ბეჭდური პროდუქციის გამოცემის ლიცენზირების პირობებზე და ამ კუთხით საავტორო უფლებათა ასოციაციის როლზე.  

დისკუსია წარმართეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ და ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ.

 
 
 
 
 
წევრისთვის