Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ანსამბლ “სუხიშვილების” საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

“სუხიშვილების” მიერ შექმნილ ცნობილ ცეკვებს რუსეთში დარეგისტრირებული სხვადასხვა ანსამბლები საკუთარ პროგრამებში ნებართვისა და შეთანხმების გარეშე იყენებენ. აღნიშნულის შესახებ “სუხიშვილების” ხელმძღვანელობამ ასოციაციას აცნობა.

ანსამბლის ხელმძღვანელის განმარტებით, “სუხიშვილების” ცნობილი ცეკვების ნებართვის გარეშე გამოიყენებით ირღვევა საავტორო უფლებები, გარდა ამისა, ცეკვები უხარისხოდ და არაპროფესიონალურად სრულდება, რაც “სუხიშვილების” საერთაშორისო იმიჯის შელახვას იწვევს.

საკითხს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია რუსეთის ავტორთა საზოგადოების მეშვეობით დაარეგულირებს. საავტორო უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, რუსეთში დარეგისტრირებულ ანსამბლებს “სუხიშვილების” რეპერტუარის ნებართვის გარეშე გამოყენება აეკრძალებათ და შესაძლებელია კომპენსაციის გადახდაც დაეკისროთ.

 
 
 
 
 
წევრისთვის