Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

”ბრავო რექორდსმა” ქართულ ვებ-გვერდებზე უკანონო განთავსების აკრძალვა მოითხოვა

ხმის ჩამწერმა კომპანიამ “ბრავო რექორდსმა” ქართულ ვებ-გვერდებზე მისი პროექტის ფარგლებში გამოცემული თამთა ცხვიტავას მუსიკალური ალბომის უკანონო განთავსების აკრძალვა მოითხოვა. ამ მიზნით მან დახმარებისათვის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. ასოციაციის მიერ მომზადდა მიმართვები, რომელიც ქართულ ვებ-გვერდებზე მუსიკალური ნაწარმოებების უკანონო განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.

ამ თემაზე 24 თებერვალს, 12 საათზე “ბრავო რექორდსის” ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს “ბრავო რექორდსის” დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

ინტერნეტ სივრცეში არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვა კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების კამპანიის გზაზე. კამპანია მიზნად ისახავს არალიცენზირებული პროდუქციის ლიცენზირებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ბაზარიდან მეკობრული პროდუქციის განდევნას და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას.

 
 
 
 
 
წევრისთვის