Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

“სუხიშვილების” და “რუსთავის” ანსამბლებს შორის არსებულ დავას ასოციაცია დაარეგულირებს

ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელობამ ანსამბლი “რუსთავი” საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცის მიმართა.

ანსამბლ“სუხიშვილების” ხელმძღვანელის განმარტებით, მათი ცნობილი ცეკვა “ჯუთა” ანსამბლ “რუსთავის” მიერ სრულდება, რითაც ირღვევა “სუხიშვილების” საავტორო უფლებები. საკითხი ეხება “სუხიშვილების” მიერ შექმნილი ცეკვის ელემენტების უკანონო გამოყენებას.

დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციის მიერ სპეციალური კომისია შეიქმნება. კომისია დარღვევის არსებობის შესახებ საკითხს შეისწავლის და სათანადო დასკვნას გასცემს. დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება და გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის