Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

2012 წლის 11 მაისს ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართება

2012 წლის 11 მაისს 18:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში (მისამართი: რუსთაველის გამზ #17) გაიმართება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:

  1. 2011 წლის საქმიანობის შეჯამება, წლიური ანგარიშის წარდგენა და დამტკიცება
  2. ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა (წესდების ახალი რედაქციის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ვებ-გვერდზე)  
  3. ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს დებულების დამტკიცება (დებულების პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ვებ-გვერდზე)
  4. ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს დაკომპლექტება (საბჭოს არჩევნები)

ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს წევრობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

  • განცხადება (განცხადების ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასოციაციის ვებ-გვერდიდან)
  • ერთი ფოტოსურათი (ზომა 3X4)
  • ავტობიოგრაფია (CV)

იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • განცხადება (განცხადების ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასოციაციის ვებ-გვერდიდან)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: contact@gca.ge ან წარადგინონ ასოციაციის ოფისში შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 63 მეორე სადარბაზო, მეორე სართული.

დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 10 მაისი 19:00 საათი.

 

წესდების ახალი რედაქციის პროექტი                                                                   

გადმოწერა 

ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს დებულების პროექტი                          

გადმოწერა 

განაცხადის ფორმა ფიზიკური პირისთვის                                                           

გადმოწერა 

განაცხადის ფორმა იურიდიული პირისთვის                                                      

გადმოწერა 

 
 
 
 
 
წევრისთვის