Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჟურნალ Copyright-ის მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

2012 წლის 25 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ Copyright-ის მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” მხარდაჭერით გამოიცემა.

Copyright -ი პირველი ჟურნალია ამ სფეროში და მისი მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ამ სფეროს პოპულარიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქებაა.

ჟურნალში იხილავთ საინტერესო რუბრიკებს: ''ქართველები უცხოეთში''- მანანა მენაბდე, ''პორტრეტი'' - ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრება, ''დებიუტი''- პაპუნა შარიქაძე. ჟურნალს დაემეტა ახალი რუბრიკა ''სუბიექტური სივრცე'', რომელშიც ნიკა რურუა, აკა მორჩილაძე და ირინა დემეტრაძე, JAZZ ალბომების, მწერლებისა და ფილმების აუცილებელ ათეულებს წარმოგიდგენენ. ჟურნალში ასევე გაშუქებულია მიმდინარე კულტურული მოვლენები: ნინო ანანიაშვილის საიუბილეო დღეები, ახალი ქართული ფილმი ''ბოლო გასეირნება'', ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა, ქართული ლიტერატურა ლაიპციგში და სხვა.

 
 
 
 
 
წევრისთვის