Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ქართველ კომპოზიტორთა უფლებებს ასოციაცია დაიცავს

კომპოზიტორმა, გიორგი ჩლაიძემ, საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ასოციაციას მიმართა.  

საკითხი ეხება, SONY-ის სავაჭრო ნიშნით გამოცემულ აუდიო ალბომს, რომელშიც შესულია ქართველი კომპოზიტორების, იოსებ კეჭაყმაძის, ჯემალ ბეგლარიშვილის, გიორგი ჩლაიძის და იაკუტიმე კოჭლამაზაშვილის მუსიკალური ნაწარმოებები. გ.ჩლაიძის განმარტებით, აუდიო ალბომში, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები მათი ნებართვის გარეშე შევიდა, მოხდა ამ ალბომის დიდი რაოდენობით ტირაჟირება  და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზება, რაშიც ჰონორარი არ ყოფილა გადახდილი. ყოველივე ამის გამო დაირღვა ქართველი კომპოზიტორების საავტორო უფლებები.

სადავო საკითხს ასოციაცია შეისწავლის. რეალიზებული ტირაჟის, რეალიზაციის ქვეყნების და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტების დადგენის მიზნით დაწყებულია შესაბამისი მოკვლევა. საავტორო უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის