Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციის ორგანიზებით სემინარი გაიმართა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ, “საქპატენტთან” ერთდ, მოქმედი მოსამართლეებისა და იურისტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარი 2012 წლის 12-13 ოქტომბერს, სიღნაღში ჩატარდა. პროექტი განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით.

სემინარის - “სასამართლო პროცესი და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების თაობაზე დავებთან დაკავშირებით” - მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საავტორო უფლებათა შესახებ მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებებისა და ტენდენციების შესახებ. პროგრამაში გაერთიანებული იყო როგორც ამერიკული, ასევე ევროპული პრაქტიკა. სპეციალურად იქნა მოწვეული ამერიკელი მოსამართლე, ედმუნდ სარგუსი, რომელმაც ქართველ კოლეგებს საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში აშშ-ის გამოცდილება გაუზიარა. სემინარზე ყურადღება გამახვილდა როგორც თეორიულ, ასევე მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და გახმაურებულ სასამართლო პრეცედენტებზე. სემინარის დროს მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პასუხები, ემსჯელათ პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.

სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

 
 
 
 
 
წევრისთვის