Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო სამართლის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია

2012 წლის 19 ოქტომბერს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში საავტორო სამართლის სასწავლო პროგრამის - საერთაშორისო საავტორო სამართალი - პრეზენტაცია გაიმართა.

სასაწავლო პროგრამა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად შეიქმნა. პროგრამა ჩიკაგოსა და კალაბრიას უნივერსიტეტებთან პარტნიორობის საფუძველზე ხორციელდება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით დარეგისტრირდნენ როგორც იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე პრექტიკოსი იურისტები. მსურველთა  რაოდენობამ 100 მონაწილეს გადააჭარბა. პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

 
 
 
 
 
წევრისთვის