Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

სპექტაკლ “სტუმარ-მასპინძელის” ირგვლივ არსებულ დავას ასოციაცია დაარეგულირებს

თბილისის პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი, ამირან შალიკაშვილი, მის ყოფილ მოსწავლეს, აშშ-ში მოღვაწე ქართველ მხასიობ, პაატა ციქურიშვილს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

შალიკაშვილის განმარტებით, მის მიერ შექმნილი სპექტაკლი “სტუმარ-მასპინძელი” ციქურიშვილის მიერ ვაშინგტონის თეატრ სინეტიკში მისი ნებართვის გარეშე იდგმება, რითაც შალიკაშვილის საავტორო უფლებები ირღვევა. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით ამირან შალიკაშვილმა საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

სადავო საკითხის შესწავლა ასოციაციის მიერ მიმდინარეობს. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის