Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო სამართლის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

ასოციაციისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი სასწავლო პროგრამა - საერთაშორისო საავტორო სამართალი - დასრულდა. პროგრამა ჩიკაგოსა და კალაბრიას უნივერსიტეტებთან პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა.

პროგრამაში ჩართულნი იყვნენ კალაბრიას უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ ლორენცო ფაბიო (იტალია) და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ჰენნეი (აშშ). პროფესორები ფაბიო და ჰენნეი წარმოადგენენ საავტორო სამართლის მსოფლიოში აღიარებულ, წამყვან ათეულში შემავალ ექსპერტებს, რომელთა შეხედულებების გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანწილად იქმნება საერთაშორისო პოლიტიკა ამ სფეროში.

2013 წლის 3 აპრილს სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. სერთიფიკატების გადაცემა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში გაიმართა. სერთიფიკატების გადაცემას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის