Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

2013 წლის 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, თბილისში, ლადო გუდიაშვილის სახელობის სკვერში, მხატვრული და ფოტოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისა და  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” მიერ.

გამოფენა 26 აპრილს 13:00 საათზე გაიხსნა და დღის ბოლომდე გაგრძელდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ხელოვანის 100-ზე მეტი ნამუშევარი. გამოფენის მიზანს მხატვრების და ფოტოგრაფების საქმიანობისთვის ხელშეწყობა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია, ასევე საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. გამოფენაზე, მნახველთათვის დარიგებული იქნა საინფორმაციო ხასიათის ბარათები (ფლაერები) მოწოდებით -''ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!''

გამოფენას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ავტორები, სახელმწიფო ორგანოების და საქართველოში არსებული უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
 
 
 
წევრისთვის