Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

სამართალდამცავი ორგანოების მიერ მეკობრული CD/DVD პროდუქცია იქნა გამოვლენილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დიდი ოდენობით კონტრაფაქციული CD/DVD პროდუქცია იქნა გამოვლენილი და ამოღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, ცნობილი ავტორების და შემსრულებლების ვიდეო და აუდიო დისკების არალიცენზირებული ვერსიების დამზადება-რეალიზაცია ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ მიმართულებით სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების აქტიურობა, მომავალში ხელს შეუწყობს როგორც ავტორთა უფლებების დაცვას, ასევე ამ სფეროში არსებული კომპანიების საქმიანობას.

 
 
 
 
 
წევრისთვის