31 მაისს ჟურნალ Copyright-ის მეექვსე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება
31 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში ჟურნალ Copyright-ის მეექვსე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალში იხილავთ ინტერვიუს ცნობილი მუსიკალური ბენდის Blood, Sweat & Tears-ის დამაარსებელთან და ასევე ლეგენდარული მუსიკოსების, მათ შორის კრის ბოტის პროდიუსერთან, ბობი კოლომბოსთან. ასევე საინტერესო რუბრიკებს: ''პორტრეტი'' - ირაკლი ფარჯიანი, “შედევრის ისტორია“ - გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი“, “სუბიექტური სივრცე” - გოგი ჭიჭინაძე, დავით ქოიავა, “სტუმარი” - ვახტანგ მაჭავარიანი, ''ქართველები უცხოეთში''- დემნა გვასალია, “ხელოვნების საგანძური” - გიორგი კალანდია და სხვა. პრეზენტაციას დაესწრებიან საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ქართული ხელოვნების მოღვაწეები, ასოციაციის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები. |