ალექსანდრე ბასიალიას საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს
კომპოზიტორ ალექსანდრე ბასიალაიას მემკვიდრეებმა და მისმა მუსიკალურმა გამომცემელმა „ბრავო რექორდსმა” საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართეს. საკითხი ეხება ალექსანდრე ბასიალიას მუსიკალური ნაწარმოების, „არგოს” უნებართვოდ გამოყენებას. როგორც განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მომღერალმა ქსენია სობჩაკმა მითითებული ნა წარმოების ნებართვის გარეშე გამოყენებით ვიდეორგოლი გადაიღო, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტელეარხებით გადაიცა და ინტერნეტში გავრცელდა. „ბრავო რექორდსმა” და ალექსანდრე ბასილაიას მემკვიდრეებმა ნაწარმოების უკანონო გამოყენების აღკვეთა მოითხოვეს. |