გადაცემა ‘ცხელი შუა დღე” საავტორო უფლებების შესახებ
2013 წლის 29 ივლისს, ტელეკომპანია „მეცხრე არხის” გადაცემაში „ცხელი შუა დღე“ საავტორო უფლებების შესახებ ისაუბრეს. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდნენ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი. საუბარი შეეხო საავტორო უფლებათა დაცვის მნიშვნელობას, ავტორთა უფლებების რეალიზაციიის მექანიზმების განვითარებას, ასევე ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას. გადაცემაში განხილული იქნა საკითხები, საავტორო უფლებათა დაცვის აუცილებლობასა და მათი დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. |