Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

ჯგუფმა „ქუჩის ბიჭებმა“ საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

საკითხი ეხება „ქუჩის ბიჭების“ მუსიკალური ნაწარმოებების უნებართვოდ გამოყენებას. კერძოდ, როგორც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, „ქუჩის ბიჭების“ მუსიკალური ალბომი, „მიყვარხარ“, ავტორთა ნებართვის გარეშე iTunes-ზე იქნა ატვირთული, საიდანაც ხდება როგორც ალბომის, ასევე ცალკეული მუსიკალური ნაწარმოებების რეალიზაცია.  

საკითხის შესწავლისა და დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციამ iTunes-ის წარმომადგენლებს მიმართა. დაწყებულია მოლაპარაკებები iTunes-ის მედია ბიბლიოთეკაში მუსიკალური ალბომის ატვირთვის წყაროს დადგენის მიზნით, რის შემდეგაც გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 

 
 
 
 
 
წევრისთვის