Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თემაზე „ინტელექტუალური საკუთრება ინტერნეტში“ კონფერენცია გაიმართა

2014 წლის 05 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრება ინტერნეტში”. კონფერენცია ელსას საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა, რაც ყოველწლიურად, მარტის თვეში 41 სახელმწიფოს 300-ზე მეტი უნივერსიტეტის მიერ აღინიშნება.

კონფენერცია ორგანიზებული იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ელსა) მიერ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ევროპის საბჭო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფირმები: „BLC” და "მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური" (MKD).

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა იურისტებმა და ექსპერტებმა, ასევე, სტუდენტებმა, რომლებიც მოხსენებებით წარსდგნენ ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები ინტერნეტ-სივრცეში და საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლო პრაქტიკა, საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე დაცვა და სასაქონლო ნიშნები ინტერნეტში, მუსიკალური ბიზნესი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა „YouTube”-სა და „Google”-ში, სოციალურ ქსელ „Facebook”-ში და სხვა. 

 
 
 
 
 
წევრისთვის