Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

საავტორო უფლებებზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა

2014 წლის 15 და 16 აპრილს, ეროვნულ (საჯარო) ბიბლიოთეკაში საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებისთვის (ავტორები) დისკუსია გაიმართა. დისკუსია ორგანიზებული იყო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფინანსური მხარდაჭერით.

დისკუსია, საავტორო უფლებათა ასოციაციის მოწვევით წარმართეს ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციების, ASCAP-ის და ARS-ის წარმომადგენლებმა: ნენსი ნეილმა და ადრიანა ფილდსმა. დისკუსიას ასევე დაესწრო საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ოფიცერი ანსონ მაკლელანი.

საერთაშორისო ექპერტები დეტალურად გაეცნენ საავტორო უფლებების კუთხით საქართველოშიარსებულ მდგომარეობას და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობას. დისკუსიაზე განხილულ იყო საქართველოში მოღვაწე ავტორების წინაშე მდგარი პრობლემატიკა. ექსპერტებმა ავტორებს გაუზიარეს საერთშორისო გამოცდილება და პრაქტიკა. დისკუსიის მონაწილეებს საშუალება ქონდათ, ექსპერტების მონაწილეობით ემსჯელათ სფეროში არსებული პრობლემატიკის გადაჭრის მექანიზმებზე.

 
 
 
 
 
წევრისთვის