Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

თბილისში საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა

2014 წლის 23 აპრილს, წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისისა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.  

თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა კონფერენცია თემებზე „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“ და „საავტორო სამართალი სკოლის მოსწავლეებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმს და საჯარო და კერძო სკოლების 8-12 კლასის მოსწავლეებმა. კონფერენციის ფარგლებში სპეციალისტებმა ისაუბრებეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ როგორც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ პრობლემატიკასა და მისი გადაჭრის გზებზე.

კონფერენციის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ მოეწყო აქცია - „ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!“, რომლის ფარგლებშიც ცნობილმა ქართველმა ხელოვანებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა, საზოგადოებისთვის საავტორო უფლებების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიწოდების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს.

წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მწერალთა სახლში დასრულდა, სადაც პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. საღამოს ფარგლებში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოღვაწეებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. პოეზიის საღამოზე შემოსული თანხა კახეთში მდებარე, ცნობილი ქართველის მწერლის, რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენას მოხმარდება.

 
 
 
 
 
წევრისთვის