2014 წლის 11 მაისს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა
2014 წლის 11 მაისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები, კომპოზიტორები, რეჟისორები, მწერლები, მხატვრები და სხვა. კრებაზე, ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ, წარდგენილი იქნა საქმიანობის ანგარიში, რომლითაც ასოციაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია 2013 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის, მათ შორის გაცემული ლიცენზიების, შეგროვებული და ავტორებზე განაწილებული ჰონორარების რაოდენობის, საავტორო უფლებათა დარღვევების გამოვლენის, სასამართლოში საქმეთა წარმოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. წლიური შედეგების შესახებ ანგარიში, ასოციაციის წევრებს ბეჭდური სახითაც გადაეცათ. წევრებს ასევე გადაეცათ „ავტორის უბის წიგნაკები“, სადაც დეტალურად არის განმარტებული ავტორთა უფლებები და მისი დაცვის მექანიზმები. ასოციაციის წევრებმა ასევე იმსჯელეს მომავალ სტრატეგიულ გეგმებზე და საავტორო უფლებების სფეროში არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებზე. |