ირმა შარიქაძის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს
ფოტოხელოვანმა ირმა შარიქაძემ საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა. საკითხი ეხება ირმა შარიქაძის ფოტო ნამუშევრის უნებართვოდ გამოყენებას. კერძოდ, როგორც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ტურისტულმა კომპანია „Face Travel“-მა ირმა შარიქაძის ფოტონამუშევარი ავტორის ნებართვის საკუთარ კატალოგში გამოიყენა. საკითხის შესწავლისა და დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციამ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს მიმართა. გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც, ასოციაცია, ავტორის კუთვნილი კომპენსაციის გადახდის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს. |