Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ასოციაციასა და კომპოზიტორთა კავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2014 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, კახა ცაბაძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საავტორო უფლების მფობელებისთვის ჰონორარის განაწილების ხელშეწყობას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ მექანიზმებს უცნობ ავტორთა და ნაწარმოებთა იდენტიფიცირების, მათი მოძიების და მათთვის საავტორო ჰონორარის გადახდის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს საავტორო უფლებების რეგულირების საქმეში ავტორთა ჩართულობის გაზრდას.

მემორანდუმს ხელი მოეწერა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში.

 
 
 
 
 
წევრისთვის