თავისუფალი სივრცე საავტორო უფლებების შესახებ
2015 წლის 13 მარტს, გორის ტელეკომპანია „დიას“ გადაცემა „თავისუფალი სივრცე“ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე. საუბარი შეეხო როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ზოგად მდგომარეობას, ასევე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობას. შიდა ქართლში მოქმედ მოსარგებლეებს მიეწოდათ ინფორმაცია რეგიონებში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის აუცილებლობის და ლიცენზირების პროცესის დაწყების შესახებ. |