Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მუსიკალური კონკურსი ჰიმნის შექმნაზე

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან, 26 აპრილთან დაკავშირებით „საქპატენტი“ და ასოციაცია აცხადებს ერთობლივ კონკურსს მუსიკალური ნაწარმოების (ჰიმნის) შექმნაზე. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, გარდა საკონკურსო კომისიის წევრისა და/ან მისი ახლო ნათესავისა.

გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გამოავლენს საკონკურსო კომისია.

მუსიკალური ნაწარმოების ტექსტი უნდა გამოხატავდეს საავტორო უფლებებისადმი პატივისცემას და მოწოდებას მისი დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტექსტში გამოყენებული უნდა იყოს 2015 წლის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის სლოგანი ქართულ ენაზე: ,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის”. მისამღერი უნდა იყოს ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და შეიცავდეს ამავე სლოგანს ინგლისურ ენაზე: “Get Up, Stand up. For Music”. ტექსტი არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას ძალადობისა და დისკრიმინაციისკენ. მუსიკალური ნაწარმოები სასურველია იყოს მაჟორული და შეესაბამებოდეს ასეთი კატეგორიის ნაწარმოებისადმი დამახასიათებელ მოთხოვნებს.

ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაციის ნებისმიერ ციფრულ მატარებელზე ჩაწერილი სახით, mp3 ან wav ფორმატში, რომელიც იძლევა მისი კოპირების საშუალებას, ასევე, ნაწარმოებს თან უნდა ახლდეს ტექსტი ნაბეჭდი სახით.

განაცხადი კონკურსში მონაწილეობაზე და ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2015 წლის 15 აპრილისა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რამიშვილის ქ. N4. 

კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი (სმარტფონი). კონკურსში გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები ჩაიწერება სტუდიაში და გამოიცემა CD-ზე, ასევე მუსიკალურ ნაწარმოებზე შეიქმნება ვიდეო რგოლი.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 223 7887 ან გაეცნოთ აქ  

გისურვებთ წარმატებებს!

 
 
 
 
 
წევრისთვის