ქართველ შემსრულებლებთან შეხვედრა გაიმართა
2015 წლის 6 აპრილს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები ქართველ შემსრულებლებს შეხვდნენ. შეხვედრის თემას მომიჯნავე უფლებების დარეგულირება წარმოადგენდა, რაც ასოციაციის მიერ შესრულების გამოყენებაზე ნებართვების გაცემას, შემსრულებელთა კუთვნილი ჰონორარის შეგროვებასა და მათთვის განაწილებას გულისხმობს. შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ პრეზენტაცია გამართა, რომლითაც შემსრულებლები დეტალურად გაეცნენ მათი კუთვნილი ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების სისტემას, ასევე მიიღეს ინფორმაცია ამ სფეროში არსებული სიტუაციისა და მისი დარეგულირების გზების შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება უზრუნველყოფს არა მარტო ავტორთა, არამედ შემსრულებელთა უფლებების დაცვასაც და დღეს არსებული მდგომარეობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. |