Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

9 მაისს ასოციაციის საერთო კრება გაიმართა

2015 წლის 9 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა.  

კრებაზე დამტკიცებულ იქნა ასოციაციის გამგეობის მიერ წარდგენილი ანგარიში 2014 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. რის შემდეგაც ასოციაციის წევრების მიერ არჩეულ იქნა გამგეობა, გამგეობის თამჯდომარე და ავტორთა და შემსრულებელთა საბჭო ახალი უფლებამოსილების ვადით.

ასოციაციის გამგეობა დაკოპლექტდა შემდეგი შემადგენლობით:

  • გიგა კობალაძე
  • თამარ კემულარია
  • ალექსანდრე ვაშაკიძე
  • ნატალია ლომოური
  • მირიან კულულაშვილი

 გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გიგა კობალაძე  

 ასოციაციის ავტორთა და შემსრულებელთა საბჭო დაკომპლექტდა შემოქმედებითი საქმიანობის სხვადასხვა სფეროს 10 წარმომადგენლით შემდეგი შემადგენლობით:  

  • ვაჟა აზარაშვილი - მუსიკალური ნაწარმოების ავტორი
  • ნატო გელაშვილი - მუსიკალური ნაწარმოების ავტორი
  • ნანა კალანდაძე - მუსიკალური ნაწარმოების ავტორი
  • ირინა დემეტრაძე - ლიტერატურული და მეცნიერული ნაწარმოების ავტორი
  • მერაბ კოკოჩაშვილი - კინემატოგრაფიული ნაწარმოების ავტორი
  • დავით საყვარელიძე - თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების ავტორი
  • ანტონ ბალაჩივაძე - სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორი
  • ბაკურ ბურდული - შემსრულებელი
  • ეკა მამალაძე - შემსრულებელი
  • სატრასტო კომპანია „ედემი“ - წარმომადგენელი მერაბ სანოძე - ფონოგრამის/ვიდეოგრამის დამამზადებელი

 საბჭოს მე-11 წევრი და მისი აღმასრულებელი მდივანი, ასოციაციის წესდების მიხედვით არის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიგა კობალაძე.

 ასოციაციის გამგეობის, გამგეობის თავმჯდომარის და ასოციაციის ავტორთა და შემსრულებელთა საბჭოს უფლებამოსილების ვადა წესდების შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით, 2015 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 11 მაისამდე.

 
 
 
 
 
წევრისთვის