Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მანანა მენაბდე საავტორო უფლებების დაცვას ითხოვს

ცნობილმა მუსიკოს-შემსრულებელმა, მანანა მენაბდემ, საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

საკითხი ეხება მისი ნაწარმოების ნებართვის გარეშე გამოყენებას. როგორც განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, სპექტაკლში, „ინტროსპექცია-ამბავი ჩვენზე“, მისი ნაწარმოები „სტვენს ბულბული“ ნებართვის გარეშე იქნა ჩართული და გამოყენებული.

საკითხის შესწავლისა და დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციამ სპექტაკლის ორგანიზატორებს მიმართა. საავტორო უფლების დაცვის მიზნით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. 

 
 
 
 
 
წევრისთვის